ახალი ამბები

მარგველაშვილი: აღშფოთებული ვარ ბრიუსელის აეროპორტში მომხდარი ტერორისტული აქტით

22 მარტი, 2016 • 1246
მარგველაშვილი: აღშფოთებული ვარ ბრიუსელის აეროპორტში მომხდარი ტერორისტული აქტით

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თანადგომას უცხადებს ბელგიის მთავრობასა და მოქალაქეებს ბრიუსელის აეროპორტში მომხადრი აფეთქების გამო.

“უკიდურესად აღშფოთებული ვარ ბრიუსელის აეროპორტში მომხდარი ტერორისტული აქტით. ქართველი ხალხის სახელით ვუცხადებ მტკიცე თანადგომას ბელგიის მთავრობასა და ხალხს. ყველა ქვეყანამ უნდა გავაერთიანოთ ძალისხმევა, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნებისა და კაცობრიობის მშვიდობიანი მომავალი”, – წერია პრეზიდენტის განცხადებაში.

დღეს, 22 მარტს, BBC-ის ინფორმაციით, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელის აეროპორტში ორი აფეთქება განხორციელდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის აეროპორტის ევაკუაცია მიმდინარეობს. აეროპორტი ფრენებისთვისაც დაიხურა.

მასალების გადაბეჭდვის წესი