ახალი ამბები

ბრიუსელის აეროპორტში ორი აფეთქება მოხდა

22 მარტი, 2016 • 1683
ბრიუსელის აეროპორტში ორი აფეთქება მოხდა

BBC-ის ინფორმაციით, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელის აეროპორტში ორი აფეთქება მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის აეროპორტიდან ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს. აეროპორტი ფრენებისთვისაც დაიხურა.

ბრიუსელის სახანძრო სამსახურმა ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ მათი ინფორმაციით, აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულებიც.

შესაძლო მსხვერპლისა და მომხდარის სხვა დეტალების შესახებ დადასტურებული ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

აფეთქებამდე ოთხი დღით ადრე ბრიუსელში სალაჰ აბდესლამი დააკავეს, რომელიც 2015 წლის ნოემბერში პარიზში განხორციელებული ტერაქტის უმთავრესი ეჭვმიტანილია.

Two #explosions heard at #Brussels Airport

Posted by SUCH TV on Tuesday, March 22, 2016

მასალების გადაბეჭდვის წესი