ახალი ამბებირეკლამა

სს „გალტ & თაგარტმა“ შპს „ნიკორა ტრეიდის“ პირველი ობლიგაციები წარმატებით განათავსა

21 მარტი, 2016 • 1775
სს „გალტ & თაგარტმა“  შპს „ნიკორა ტრეიდის“ პირველი ობლიგაციები წარმატებით განათავსა

სს „გალტ & თაგარტმა“  შპს „ნიკორა ტრეიდის“ 5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ობლიგაციების წარმატებით გამოშვება უზრუნველყო. ობლიგაციების ვადა 2 წელია, საპროცენტო სარგებელი წლიური 11% ნომინალური ღირებულებიდან. სარგებლის პროცენტის გადახდა განხორციელდება წელიწადში ორჯერ. განთავსების აგენტი „გალტ & თაგარტი“ უზრუნველყოფს, რომ  „ნიკორა ტრეიდის“ ობლიგაციები უახლოეს მომავალში დაშვებულ იქნეს საქართველოს საფონდო ბირჟაზე.

“ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ჩვენი სადებიუტო ობლიგაციების გამოშვება წარმატებით დასრულდა, რაც მნიშვნელოვანწილად განპირობებული იყო ინვესტორთა დიდი ინტერესით. ყოველივე ეს განაპირობებს კომპანიის ფინანსური მოქნილობის ზრდას და მოზიდული რესურსების დივერსიფიკაციას. ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი პოზიციების გაძლიერებას საკვები პროდუქტების ორგანიზებული რითეილის ბაზარზე. მიმდინარე მომენტისთვის ჩვენ ვფლობთ ამ ბაზრის 26%-ს” – განაცხადა სს „ნიკორას“ გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ბოქოლიშვილმა.

„მოხარული ვარ აღვნიშნო „გალტ & თაგარტის“ როლი „ნიკორა ტრეიდის“ პირველი ობლიგაციების წარმატებით განთავსებაში. აღსანიშნავია, რომ ეს არის ბაზარზე პირველი საჯარო განთავსება ფიქსირებული შემოსავლის ინსტრუმენტის, საცალო სავაჭრო სექტორიდან, რამაც დიდი დაინტერესება გამოიწვია ინვესტორების მხრიდან. მინდა მივულოცო „გალტ & თაგარტის“ გუნდს, რომელიც პროფესიონალიზმის და გამოცდილების წყალობით გახდა საინვესტიციო საბანკო მომსახურების მიმწოდებელი წამყვანი კომპანია ქვეყანაში, როგორც საჯარო და კერძო ორგანიზაციებისთვის, ასევე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისთვის“ – განაცხადა „გალტ & თაგარტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, არჩილ გაჩეჩილაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი