ახალი ამბები

პრეზიდენტის სასახლესთან ფოტოგრაფთა მხარდამჭერი აქცია გაიმართა

14 ივლისი, 2011 • • 1282
პრეზიდენტის სასახლესთან ფოტოგრაფთა მხარდამჭერი აქცია გაიმართა

პრეზიდენტის სასახლესთან, ავლაბარში, ჟურნალისტებმა ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტოგრაფების მხარდამჭერი სოლიდარობის აქცია გამართეს, სადაც ფოტოგრაფთა თავდებით გამოშვების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყო.

„ვერაფერს ვხედავ, არაფერი მესმის“ – ასე ერქვა აქციას, რომელიც პრეზიდენტის სასახლის წინ 17:00 საათზე დაიწყო და 18:00 საათზე დასრულდა. ჟურნალისტებსა და ფოტოგრაფებს თვალები დახუჭული ჰქონდათ, ყურებზე კი ხელები – აფარებული. მათი თქმით, ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ამით ხელისუფლების პოზიციას განასახიერებენ, რომელიც საზოგადოების მოთხოვნას არ პასუხობს და ფოტოგრაფთა დანაშაულის დამამტკიცებელ დოკუმენტაციას არ აქვეყნებს.

ერთ-ერთი დაკავებული ფოტოგრაფის, გიორგი აბდალაძის მეუღლემ, ნესტან მეიძემ აქციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა მხარდამჭერისთვის და განაცხადა, რომ ის ქმრის დასაცავად ბოლომდე იბრძოლებს. მისივე თქმით, საბრძოლო განწყობა აქვს გიორგი აბდალაძესაც, რომელმაც შიმშილობა შეწყვიტა, რათა საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება უკეთესად შეძლოს. თავად დაკავებული ფოტოგრაფის ცოლი ნაკლებად ჰგონია, რომ აღნიშნული სოლიდარობის აქციები რეალურ შედეგს გამოიღებენ, თუმცა, მისივე თქმით, ბრძოლას აზრი მაინც აქვს.

აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, დიმიტრი ტიკარაძემ განაცხადა, რომ ფოტოგრაფთა თავდებით გამოშვების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება, დასრულების შემდეგ კი შესაბამის  სტრუქტურებს გადაეცემა.

ამავე თემაზე:

სოლიდარობა ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ფოტოგრაფებს: დღე მესამე

სატელევიზო აქცია „კავკასიის“ ეთერში

ფოტორეპორტაჟი: აქცია დაპატიმრებული ფოტოგრაფების მხარდასაჭერად

“ალია ჰოლდინგი” ომბუდსმენს მიმართავს

სოლიდარობა დაკავებულ ფოტოგრაფებს

ჟურნალისტები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან

ჟურნალისტების აქცია შსს-სთან

მამუკა ყუფარაძე ფოტორეპორტიორების დაკავებაზე

აქცია ბათუმში

დღეს ჟურნალისტები შსს–სთან აქციას გამართავენ

ბათუმელი ჟურნალისტების აქცია ფოტოგრაფების მხარდასაჭერად

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ხელისუფლებას მეტი საჯაროობისკენ მოუწოდებს

ფოტორეპორტიორების სოლიდარობის აქცია: 15.00

მასალების გადაბეჭდვის წესი