ახალი ამბები

ჰალკ ჰოგანის სექსის ამსახველი კადრების გავრცელების გამო ვებგვერდს $115 მილიონის გადახდა დაეკისრა

19 მარტი, 2016 • 1523
ჰალკ ჰოგანის სექსის ამსახველი კადრების გავრცელების გამო ვებგვერდს $115 მილიონის გადახდა დაეკისრა

ცნობილმა ვეტერანმა სპორტსმენმა ჰალკ ჰოგანმა ვებგვერდს, რომელმაც მისი პირადი ცხოვრების ამსახველი 2-წუთიანი ვიდეო გამოაქვეყნა, სასამართლო დავა მოუგო. ფლორიდის შტატის სასამართლოს გადაწყვეტილებით ვებგვერდმა Gawker-მა ჰოგანს 115 მილიონი აშშ დოლარი უნდა გადაუხადოს.

BBC-ის ცნობით, Gawker-ის იურისტთა ჯგუფი სასამართლოში პრესის თავისულფების არგუმენტაციით აპელირებდა, ხოლო ჰოგანის მხარე ამტკიცებდა, რომ კადრები, რომელშიც მისი სექსია ნაჩვენები, სპორტსმენის პირად ცხოვრებას ლახავდა და ამ მასალას რაიმე სახის საინფორმაციო ღირებულება არ გააჩნდა.

“ეს არა მხოლოდ მისი [ჰოგანის] გამარჯვებაა, არამედ ყველა ადამიანის, ვინც ტაბლოიდურმა ჟურნალისტიკამ მსხვერპლად აქცია”, – განაცხადა ჰოგანის ადვოკატმა დევიდ ჰიუსტონმა.

ვებგვერდმა ჰოგანის ინტიმური ცხოვრების ამსახველი კადრები 2012 წელს გამოაქვეყნა და მას რამდენიმე მილიონი ნახვა ჰქონდა. Gawker სასამართლოს გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას აპირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი