ახალი ამბები

ქართული ჯარი მთლიანად „დელტაში“ წარმოებული ჯავშანჟილეტებით და ჩაფხუტებით აღიჭურვება

19 მარტი, 2016 • 3303
ქართული ჯარი მთლიანად „დელტაში“ წარმოებული ჯავშანჟილეტებით და ჩაფხუტებით აღიჭურვება

ქართული ჯარი მთლიანად „დელტაში“ წარმოებული ჯავშანჟილეტებით და ჩაფხუტებით იქნება აღჭურვილი. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

“უახლოეს ხანში ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მორიგი ქართული ბატალიონი გაემგზავრება და ეს იქნება პირველი ქვედანაყოფი, რომელსაც ქართული აღჭურვილობა ექნება.

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ „დელტას“ საწარმოო სიმძლავრეები ქართული შეიარაღებული ძალების მოთხოვნილებებს სრულად დააკმაყოფილებს. საწარმო ამჟამად თავდაცვის სამინიტროს კონკრეტულ შეკვეთაზე მუშაობს. ინდივიდუალური დაცვის სისტემებზე მუშაობის პოროცესში „დელტას“ სპეციალისტებმა საერთაშორისო სტანდარტები და სამხედრო ქვედანაყოფის მოთხოვნილებები გაითვალისწინეს. როგორც „დელტაში“ აცხადებენ, ტექნოლოგია დაიხვეწა და ახალი პროდუქცია გაცილებით მაღალი სტანდარტისაა. სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ „დელტას“ ხელმძღვანელის უჩა ძოძუაშვილის განცხადებით, ახალი პროდუქციის ექსპორტზეც გასატანად მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს”, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

„დელტას“ წარმოებული ჯავშანჟილეტებით იყო აღჭურვილი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის სამშვიდობო მისიაში მონაწილე ერთ-ერთი ქართული ქვედანაყოფი.

საქართველოს შეიარაღებული ძალები ქართული აღჭურვილობით მომარაგდებაქართული ჯარი მთლიანად „დელტაში“ წარმოებული ჯავშანჟილეტ…

Posted by საქართველოს თავდაცვის სამინისტრო / Ministry of Defence of Georgia on Friday, March 18, 2016

საქართველოს შეიარაღებული ძალები მთლიანად ქართული ჟავშანჟილეტებითა და ჩაფხუტებით მომარაგდება. ავღანეთში მიმდინარე სამშვიდ…

Posted by სსსტც “დელტა” • STC Delta on Friday, March 18, 2016

მასალების გადაბეჭდვის წესი