აფიშაახალი ამბები

24 აპრილს ეროს რამაზოტი თბილისში კონცერტს გამართავს

18 მარტი, 2016 • 1536
24 აპრილს ეროს რამაზოტი თბილისში კონცერტს გამართავს

იტალიელი მომღერალი ეროს რამაზოტი 24 აპრილს თბილისის სპორტის სასახლეში კონცერტს გამართავს. კონცერტი მომღერლის მსოფლიო ტურის ფარგლებში ჩატარდება. ინფორმაცია მის პირად ინტერნეტ გვერდზე გვრცელდება.

კულტურის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ 17 მარტს, მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ ტურიზმის ხელშეწყობისა და წახალისების მიზნით საქართველოში ჩამოსაყვანად არტისტებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ერთ-ერთი მათგანი სწორედ იტალიელი შემსრულებელი იყო. საქართველოში ასევე, შესაძლებელია რობი უილიამსის კონცერტიც გაიმართოს, თუმცა მოლაპარაკებების დასრულებამდე ინფორმაციას სამინისტროში არ ადასტურებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი