ახალი ამბები

სატელევიზო აქცია „კავკასიის“ ეთერში

13 ივლისი, 2011 • 1028
სატელევიზო აქცია „კავკასიის“ ეთერში

სტვენით დაიწყო 12 ივლისის გადაცემა „ბარიერი“ ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში.

გადაცემის თემა დაკავებული ფოტორეპორტიორები იყო, სტუმრები კი სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები.

გადაცემის წამყვანს ეცვა მაისური, რომელზეც გამოსახული იყო გადახაზული ფოტოაპარატი და წარწერა No Democracy.

ჟურნალისტები პირდაპირ ეთერში პარლამენტის წინ გამართული აქციის შემდეგ მივიდნენ. აქციაზე გახდა ცნობილი რომ  შინაგან საქმეთა მინისტრი 13 ივლისს მედიის წარმომადგენლებს შეხვდება. ჟურნალისტებმა პირდაპირ ეთერში ისაუბრეს და იკამათეს მომავალ შეხვედრაზე და ფოტორეპორტიორების დაკავების გამო არსებულ უპასუხო კითხვებზე.

კამათი მამუკა ღლონტის მოთხოვნას მოყვა, რომ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის და მედია ადვოკატირების კოალიციის წევრებს, რომ  დაეცვათ პირვანდელი მოთხოვნა და  არ წასულიყო ვანო მერაბიშვილთან დახურულ  შეხვედრაზე. თუმცა ჟურნალისტების უმრავლესობამ  ნდობა გამოუცხადა იმ შვიდ პირს, რომლებიც ხვალ შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდებიან.

გადაცემა–აქცია „კავკასიის“ ეთერში საათზე მეტხანს გაგრძელდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი