ახალი ამბები

თინათინ ხიდაშელმა დაკავებული ფოტორეპოტრიორების საქმეზე ისაუბრა

12 ივლისი, 2011 • 1042
თინათინ ხიდაშელმა  დაკავებული ფოტორეპოტრიორების საქმეზე ისაუბრა

”რესპუბლიკური პარტია” ფოტორეპორტიორების დაკავებას  დაკავშირებით ხელისუფლების მორიგ უპასუხისგებლო ქმედებებს უწოდებს.

დღეს გამართულ ბრიფინგზე   პარტიის  დედაქალაქის საქმეთა მდივანმა  და საკრებულოს წევრმა  აღნიშნა, რომ მიმდინარე პროცესი დღითიდღე ამძიმებს დაკავებულთა მდგომარეობას და ამძაფრებს საზოგადოების უნდობლობას სახემწიფო ინსტიტუტების მიმართ.

რამდენიმე დღეა პარტია უშედეგოდ მოელის  რაიმე დასაბუთებული  მასალის გამოქვეყნებას.

”დღევანდელი მდგომარეობით ფოტორეპორტიორების საქმე სახელისუფლებო ისტერიის მორიგი გამოვლინებაა. მივმართავთ ხელისუფლებას სამართლიანად გამოიძიოს ეს ფაქტი, ვინაიდან ამ მოვლენამ უკვე გამოიწვია მაღალი დაინტერესება საერთშორისო დონეზე”,- განაცხადა თინა ხიდაშელმა.

”რესპუბლიკურ პარტიას” მიაჩნია, რომ საქმის გამოძიება არასრუყოფილად მიმდინარეობს  და ბევრი დეტალი ჯერ კიდევ გაურკვეველი რჩება.

პარტიის წარმომადგენლობისთვის გაუგებარია, რა სტატუსის მატარებელია გამოქვეყნებული სატელეფონო ჩანაწერები, რომლებშიც არაფერია კანონსაწინააღმდეგო. ასევე ისინი  შეურაცხმყოფელად მიიჩნევენ იმ აღიარებითი ჩვენებას, რომელიც ხიდაშელის ვარაუდით  მეუღლის გათვისუფლების სანაცვლოდაა მიღებული.

პარტია სოლიდარობას უცხადებს დაკავებულ ჟურნალისტებს და მხარს უჭერს ”ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” მოთხოვნებს.  პარტიის წარმომადგენლობა დახმარებას ელის საერთაშორისო თანამეგობრობისგან, რათა მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდეს და უკანონოდ დაკავებულთა რიცხვი აღარ გაიზარდოს.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი