ახალი ამბები

აქცია ბათუმში

11 ივლისი, 2011 • 1288
აქცია ბათუმში

აქცია ბათუმში–ფოტოგრაფების დაკავება
აქცია ბათუმში–ფოტოგრაფების დაკავება

„მე ვარ ფოტოგრაფი“, „მოხსენით გრიფი – „საიდუმლო“ ფოტოგრაფების საქმეს“ – ამ ტრანსფარანტებით დღეს უშიშროების შენობასთან საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის ორგანიზებით, ბათუმელმა ჟურნალისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა აქცია გამართეს.

ეს რიგით მეორე სოლიდარობის აქციაა, რომელიც ჯაშუშობაში ბრალდებული ფოტოგრაფების მხარდასაჭერად გაიმართა ბათუმში.

„ჩვენ ვითხოვთ ვანო მერაბიშვილთან საჯარო შეხვედრას და გრიფი – „საიდუმლოს” მოხსნას ფოტოგრაფების საქმისათის, რადგან ამ საქმის გასაიდუმლოება კიდევ უფრო მეტ კითხვებს აჩენს” – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

მასალების გადაბეჭდვის წესი