ახალი ამბები

თბილისის ანძა მწვანედ “Global Greening-ის” ფარგლებში განათდა

17 მარტი, 2016 • 3214
თბილისის ანძა მწვანედ “Global Greening-ის” ფარგლებში განათდა

დღეს თბილისის ანძა მწვანედ მსოფლიო კამპანიის, Global Greening-ის ფარგლებში განათდა. ამ კამპანიას საფუძვლად უდევს ირლანდიის ეროვნული დღესასწაული, წმინდა პატრიკის დღე, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ღირსშესანიშნავი ადგილების მწვანედ განათებით აღნიშნავენ.

წმნდა პატრიკის დღეს ყოველწლიურად, 17 მარტს აღინიშნავენ.

თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ ასევე  2016 წლის 17 მარტს თბილისისა და დუბლინის დამეგობრების 2 წლისთავი და საქართველოსა და ირლანდიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავი აღინიშნება. საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით ირლანდიის ეროვნულ დღესასწაულზე თბილისი, შარშანდელის მსგავსად, წელსაც ჩაერთო მსოფლიო კამპანიაში “Global Greening”, რომლის ფარგლებშიც, თბილისის ანძა მწვანედ განათდა.

ყოველი წლის 17 მარტს მსოფლიოს დედაქალაქებში ღირშესანიშნაობები მწვანედ ნათდება. საქართველო ამ აქციაში პირველად გასულ წელს ჩაერთო, რის შემდეგაც თბილისი ირლანდიის ტურიზმის სააგენტომ შეიყვანა იმ ქვეყნების სიაში, რომელშიც მოგზაურობის რეკომენდაციას აძლევს ირლანდიელ ტურისტებს.

მერიის ცნობით, ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით “Tbilisi Event Hall”-ში ირლანდიური და ქართული ჯგუფების – “Jack Lukeman”-ის და “ნიუტონის” ერთობლივი კონცერტი მიმდინარეობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი