ახალი ამბები

ვოლსკი: ოკუპირებულ ტერიტორიების შესახებ კანონის შეცვლა შესაძლოა აუცილებელი გახდეს [Video]

17 მარტი, 2016 • 1310
ვოლსკი: ოკუპირებულ ტერიტორიების შესახებ კანონის შეცვლა შესაძლოა აუცილებელი გახდეს [Video]

“ქართული ოცნების” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე, გია ვოლსკი ამბობს, რომ ეუთოს სურვილია, თბილისში გასამართ ფორუმში მონაწილეობა ორგანიზაციის ყველა წევრმა ქვეყანამ მიიღოს. მისივე განმარტებით, რუსეთის დელეგაციაში შეიძლება იყვნენ პირები, ვისაც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი აქვს დარღვეული:

“შესაძლოა, რომ რუსეთის დელეგაციაში იყოს ადამიანი, რომელსაც ადრე დარღვეული აქვს საქარველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი. შესაძლოა კანონში ცვლილება გახდეს საჭირო და აუცილებელი,” – ამბობს გია ვოლსკი.

დღეს, 17 მარტს საქართველოს საგარეო მინისტრის მოადგილემ, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ  “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის” გადახედვას არ აპირებენ:

“კანონის გადახედვას ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ. რა თქმა უნდა, ყველამ პატივი უნდა სცეს იმ კანონს, რომელიც არსებობს და აქედან გამომდინარე, ჩვენ ვითვალისწინებთ ეუთოს სურვილს და პრინციპებს, რომ ღონისძიებაში, რომელიც ტარდება საქართველოში ეუთოს ეგიდით და არა საქართველოს ინიციატივით, ეუთოს ეგიდით ჩატარებულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღოს ეუთოს წევრმა ყველა ქვეყანამ,” – განაცხადა დავით ზალკალიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებთან საუბრისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი