ახალი ამბები

რუსთაველზე მოძრაობა გადაკეტილია

10 ივლისი, 2011 • 1026
რუსთაველზე მოძრაობა გადაკეტილია

მართლმადიდებელი ეკლესიის მხარდამჭერები პარლამენტის შენობას უახლოვდებიან. მსვლელობის გამო რუსთაველზე მოძრაობა გადაკეტილია.

მეტეხის ხიდიდან რუსთაველისკენ მსვლელობის დროს ადგილი ჰქონდა ინციდენტს, როდესაც ესკორტის ორი ავტომანქანი მომლოცველების ჯგუფში შეიჭრა და პრეზიდენტის რეზიდენციისკენ გააგრძელა გზა. მანქანიდან მეგაფონით გაისმა მოწოდება, რომ სამანქანო გზა გაეთავისუფლებინათ, რასაც არ დაემორჩილა მრევლი. ამის შემდეგ მანქანები ადამიანების ჯგუში მთელი სისწრაფით შეიჭრნენ, თუმცა შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხალხმა ავტომობილები ტაშითა და შეძახილებით გააცილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი