ახალი ამბები

EPA საქართველოს ხელისუფლებას მტკიცებულებებს გამოუგზავნის

9 ივლისი, 2011 • 1024
EPA საქართველოს ხელისუფლებას მტკიცებულებებს გამოუგზავნის

EPA- ევროპის პრესფოტო სააგენტო, რომლისთვისაც  მუშაობდა ჯაშუშობაში ბრალდებული ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე, აცხადებს, რომ “დარწმუნებულია,  გამოძიებამ არასწორი ინტერპრეტაცია გაუკეთა ფოტოგრაფების საუბარს გადარიცხვების შესახებ”.

ეს განცხადება EPA –ს მთავარმა რედაქტორმა “ფრანს პრესთან” საუბარში განაცხადა. 

«მათ გადაწყვიტეს რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ჯაშუშური ზარი, მაგრამ ცხადია ის შორსაა ამისგან», – განაცხადა ევროპის პრეს ფოტო სააგენტოს მთავარმა რედაქტორმა და დაამატა, რომ  ქურციკიძე დროგამოშვებით ყიდულობდა ფოტოებს სხვა პირისგან სააგენტოსთვის.

EPA -ს მთავარი რედაქტორი “ფრანს პრესთან” აცხადებს, რომ, გამოძიების წინასწარი მტკიცებულებები იყო  «ძალიან ადვილად დამტკიცებადი სიცრუე» და რომ ის მომავალ კვირას საქართველოს ხელისუფლებას გაუგზავნის მტკიცებულებებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს თავის ვებ გვერდზე გამოქავეყნა ფარული სატელეფონო ჩანაწერები, როგორც მტკიცებულება იმისა, რომ ქურციკიძე ეწოდა ჯაშუშურ საქმიანობას რუსეთისთვის.

ევროპის პრესფოტოს სააგენტოს ფოტორეპორტიორს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა 9 ივლისს შეუფარდა. მისმა ადვოკატმა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან ეს გადაწყვეტილება უკვე გაასაჩივრა.

ქურციკიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 314 –ე მუხლით (ჯაშუშობა) წაუყენეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი