ახალი ამბები

ეკლესიის მხარდამჭერების საპროტესტო აქცია

9 ივლისი, 2011 • 1279
ეკლესიის მხარდამჭერების საპროტესტო აქცია

20:10 ნეტგაზეთი

სამების ეკლესიის ეზოში შეკრებილ ადამიანებს ერთ–ერთი სასულიერო პირი სიტყვით მიმართავს.

20. 57: ნეტგაზეთი

აქციის მონაწილეები სამების ეკლესიის ეზოში შევიდნენ. სასულიერო პირები ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებენ.

20.40: ნეტგაზეთი

“ნეტგაზეთმა” ჰკითხა აქციის რამოდენიმე მონაწილეს, თუ სახელდობრ, რას აპროტესტებენ ისინი. ერთ–ერთი მონაწილე ანა ამბობს, რომ “მართლმადიდებლობა უნდა გადარჩეს”.  კიდევ ერთი მონაწილე სანდრო ნიკოლაძე ამბობს: “ეს თუ დავკარგეთ, დავკარგავთ სამშობლოსაც და ქართველობასაც”.

აქციის მონაწილეები მიემართებიან სამების ტაძრისკენ. მოქალაქეების მსვლელობა საკმაოდ გრძელ მანძილზეა გადაჭიმული. სამართალდამცავები მიმდებარე ტერიტორიაზე არ გამოჩენილან.

20:30 ნეტგაზეთი

აქციის მონაწილეთა რაოდენობა გზადაზაგა იზრდება. “ნეტგაზეთის” კორესპონდენტის ცნობით, ამჟამად დაახლოებით 2000 მოქალაქე მიემართება თავისუფლების მოედნიდან სამების ტაძრისკენ. სამართალდამცავები აქციის მონაწილეებთან არ გამოჩენილან. გზის სავალ ნაწილზე წინიდან მომავალი ავტომანქანები ცდილობენ გვერდი აუარონ აქციის მონაწილეებს.

20.20: ნეტგაზეთი

აქციის მონაწილეებმა დაიწყეს მსვლელობა სამების ტაძრის მიმართულებით. რუსთაველის გამზირზე მოძრაობა შეწყდა.

20.10 ნეტგაზეთი

აქციის მონაწილეებმა ქაშუეთის ეკლესიასთან რუსთაველის გამზირი  მცირე ხნით გადაკეტეს, თუმცა  სასულიერო პირების მოწოდების შემდეგ გზა გახსნეს. სასულიერო პირებმა განაცხადეს, გზა ისედაც გადაიკეტება, თუ ბევრი ადამიანი შეიკრიბებაო.

აქცია თბილისში ქაშუეთის ეკლესიასთან  20.00 საათზე  დაიწყო. აქციაზე იმყოფება რამდენიმე სასულერო პირი. ჯერჯერობით არ გამოჩენილან რომელიმე პარტიის წარმომადგენლები.

დაახლოებით ხუთასი ადამიანი შეკრებილი და ისინი აპროტესტებენ პარლამენტის გადაწყვეტილებას რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის შესახებ.

სასულიერო პირები აქციის მონაწილეებს  თხოვენ, რომ არ შეაფერხონ მოძრაობა რუსთაველის გამზირზე.

წინასწარი ინფორმაციით ისინი აპირებენ მსვლელობის მოწყობას სამების ტაძრამდე.

აქციის მონაწილეებს არა აქვთ არავითარი პლაკატი და არ გამოდიან სიტყვებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი