ახალი ამბები

ჟურნალისტების აქცია შსს-სთან

9 ივლისი, 2011 • 1077
ჟურნალისტების აქცია შსს-სთან

11 ივლისს, 13:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს ინიციატივით, გაიმართება ჟურნალისტების აქცია.

ქარტიის საბჭო ფოტორეპორტიორების საქმესთან დაკავშირებით, შს მინისტრთან შეხვედრას და საქმეზე საიდუმლო “გრიფის” დაუყოვნებლივ მოხსნას მოითხოვს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიმართავს რეპორტიორებს, მედიაორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, აქციაზე სიმბოლურად ფოტოკამერებით მივიდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი