ახალი ამბები

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი თბილისს ეწვევა

17 მარტი, 2016 • 1647
ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი თბილისს ეწვევა

ამერიკის სახელმწიფო მდივანი, კონ კერი ივნისის დასაწყისში თბილისში ვიზიტს გეგმავს. ამის შესახებ მან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

„სავარაუდოდ, ივნისში ვაპირებ საქართველოს მონახულებას. საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების ახლო მეგობარია და მინდა ქართველებს გარკვევით ვუთხრათ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ ბრძოლას დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის,” – განაცხადა ჯონ კერიმ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესამსახურის ცნობით, კერიმ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომელიც საქართველოს ეკონომიკის განვითარებისკენ არის მიმართული. მისი თქმით, გაერთიანებულ და წარმატებულ საქართველოს გადამწყვეტი როლი ენიჭება კავკასიაში სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფის საქმეში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესამსახურის ცნობით, ჯონ კერიმ კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა და განაცხადა, რომ ამერიკა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს და მის ძალისხმევას, რომელიც როგორც ამერიკის შეერთებული შტატებში, ისე ევროპაში კიდევ უფრო მჭიდრო ინტეგრაციას ითვალისწინებს.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესამსახური იტყობინება, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძეს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა იმ წვლილისთვის, რასაც საქართველო ავღანეთში მიმდინარეო ოპერაციის ფარგლებში მსოფლიო მშვიდობის განმტკიცებისა და ტერორიზმთან ბრძოლაში იღებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის შეხვედრა ვაშინგტონში, ქართული დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი