ახალი ამბები

ფოტოგრაფებს წინასწარი პატიმრობა მიესაჯათ[Video]

9 ივლისი, 2011 • • 1132
ფოტოგრაფებს წინასწარი პატიმრობა მიესაჯათ[Video]

თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს, 9 ივლისს, სამ ფოტოგრაფს – ირაკლი გედენიძეს, გიორგი აბდალაძეს და ზურაბ ქურციკიძეს ბრალდების მხარის მოთხოვნის შესაბამისად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი ირაკლი გედენიძის აღიარებითი ჩვენება გაავრცელა.

კიდევ ერთი დკაავებული ნათია გედენიძე სამართალდამცველებმა ე.წ. მოდულის შენობიდან წუხელ გაანთავისუფლეს. ამასთანავე, შსს-მ უკვე გაავრცელა საქმის არასაიდუმლო დეტალები და ირაკლი გედენიძის აღიარებითი ჩვენება, ზურაბ ქურციკიძის, ირაკლი გედენიძისა და გიორგი აბდალაძის სატელეფონო საუბრები.

უცვლელად გთავაზოვბთ შსს-ს განცხადებას:

“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ დაკავებულები არიან:  ირაკლი გედენიძე (პრეზიდენტის ადმინისტრაციის  პრესსამსახურის ფოტოგრაფი), მისი მეუღლე ნათია გედენიძე,  ზურაბ ქურციკიძე (ევროპის ფოტოსააგენტოს  წარმომადგენელი საქართველოში) და  გიორგი აბდალაძე (საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფი).

გამოძიების მიერ დადგენილია, რომ  ზურაბ ქურციკიძეს  კავშირი აქვს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლებთან, კერძოდ,  საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჯაშუშობის ბრალდებით ძებნილ  ა.სინიცინთან  და ს.ოკროკოვთან

ასევე დადგენილია ზურაბ ქურციკიძის  კავშირი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებთან,  რომლებსაც დაკავებული პირები სწორედ ქურციკიძის მეშვეობით გადასცემდნენ საიდუმლო ინფორმაციებს. კერძოდ, მატერიალური ანაზღაურების საფასურად ირაკლი გედენიძემ  და გიორგი აბდალაძემ, რომლებიც წარმოადგენდნენ საჯარო მოხელეებს, სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების პროცესში, შეძლეს საიდუმლო ინფორმაციის შემცველი დოკუმენტების ფოტო გადაღება და შემდეგ მათი მიწოდება ქურციკიძესთვის , რომლიც თავის მხრივ აღნიშნულ ინფორმაციას მოსკოვში  აგზავნიდა. ირაკლი გედენიძის და გიორგი აბდალაძის პირადი ნივთების ჩხრეკისას და მათ კომპიუტერში არსებული მასალების შესწავლისას აღმოჩენილი იქნა პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობის ნაწილის სქემატური ნახაზის ფოტოსაურათები, ინფორმაცია პრეზიდენტის გადაადგილების მარშუტის შესახებ, დეტალები პრეზიდენტის ვიზიტების და შეხვედრების თაობაზე,  ასევე სხვა საიდუმლეობის შემცველi ინფორმაციები.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით კონტრდაზვერვის დეპარტამენტში მიმდინარეობს  გამოძიება საქმეზე ახალი დეტალების დადგენის მიზნით.”

ამავე თემაზე:

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ხელისუფლებას მეტი საჯაროობისკენ მოუწოდებს

დაკავებული ფოტოგრაფებისთვის ბრალი არ წაუყენებიათ

საია სამართალდაცავებს მოუწოდებს გაასაჯაროოს ფოტოგრაფების საქმე

ფოტორეპორტიორების სოლიდარობის აქცია: 15.00

სახალხო დამცველის განცხადება დაკავებულ ფოტორეპორტიორებთან დაკავშირებით

მანანა მანჯგალაძე დაკავებული ფოტოგრაფების შესახებ

დაკავებული ფოტოგრაფების საქმე

მასალების გადაბეჭდვის წესი