ახალი ამბები

აუდიტორია #115: გვაქვს ინფორმაცია მოსალოდნელი პროვოკაციის შესახებ

16 მარტი, 2016 • 2169
აუდიტორია #115: გვაქვს ინფორმაცია მოსალოდნელი პროვოკაციის შესახებ

აუდიტორია #115-ის წევრების განცხადებით, მათ სხვადასხვა წყაროდან მიღებული აქვთ დაზუსტებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “უნივერსიტეტში ვიღაცები პროვოკაციებს გეგმავენ”. სტუდენტები პოლიციას და პრემიერ-მინისტრს თსუ-ში სტუდენტების უსაფრთხოების უზრუნველყოფისაკენ მოუწოდებენ.

“გვინდა გავაკეთოთ საგანგებო განცხადება. სამწუხაროდ, არსებობს პროვოკაციის ძალიან სერიოზული რისკი. სხვადასხვა წყაროდან ვიღებთ ინფორმაციას, რომ ვიღაცები გეგმავენ #115 აუდიტორიისკენ დაძვრას. ამ აუდტორიაში არავის ეშინია, თუმცა გვინდა მოვუწოდოთ პრემიერ-მინისტრს, რომ მისი გუშინდელი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ყველაფერს გააკეთებს თსუ-ში სტუდენტების უსაფრთხოებისათვის, იყოს უზრუნველყოფილი. მოვუწოდებთ პოლიციას და მინისტრ მღებრიშვილს, მკაცრად გაკონტროლდეს ყველა შესასვლელი”, – განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ #115 აუდტორიაში.

აუდიტორია #115 მოსალოდნელ საფრთხეზე საგანგებო განცხადებას ავრც…აუდიტორია #115 საგანგებო განცხადებას ავრცელებს და საუბრობს საფრთხეზე, რომელიც შეიძლება დაემუქროს სტუდენტურ პლატფორმას. #TSU16 #აუდიტორია115 #სტუდენტებისპროტესტი #თსუ

Posted by netgazeti.ge on Wednesday, March 16, 2016

თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში უკვე დასრულდა სტუდენტური თვითმმართველობის დემონსტრაცია. თსუ-ს სტუდენუტრი თვითმმართველობა აცხადებს, რომ აქციას ლადო პაპავას გადადგომის მოთხოვნით უნივერსიტეტის მეორე კორპუსში გააგრძელებს. თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბახტურიძე ამბობს, რომ ისინი პირველი კორპუსის #115 აუდიტორიის შტურმით აღებას არ გეგმავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი