ახალი ამბები

შსს ფოტოგრაფების დაკავების შესახებ

7 ივლისი, 2011 • 1259
შსს ფოტოგრაფების დაკავების შესახებ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ დაკავებულები არიან: ზურაბ ქურციკიძე (ევროპის ფოტოსააგენტოს  წარმომადგენელი საქართველოში), ირაკლი გედენიძე (პრეზიდენტის ადმინისტრაციის  პრესსამსახურის ფოტოგრაფი), მისი მეუღლე ნათია გედენიძე და  გიორგი აბდალაძე (საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფი).

შსს–ს ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალი ედებათ ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მათი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ინფორმაციის  მიწოდება.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

მასალების გადაბეჭდვის წესი