ახალი ამბები

აკადემიური საბჭოსა და რექტორის აპარატი თვითმმართველობის წევრებმა დატოვეს

16 მარტი, 2016 • 1170
აკადემიური საბჭოსა და რექტორის აპარატი თვითმმართველობის წევრებმა დატოვეს

თსუ-ს თვითმმართველობის წევრმა, შოთა კეჟერაშვილმა ნეტგაზეთთან განაცხადა, რომ დატოვეს აკადემიური საბჭოსა და რექტორის სამუშაო სივრცე, რომელიც თვითმმართველობის წევრებმა გუშინ დაიკავეს.

ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თვითმმართველობის წევრები აღარ იმყოფებიან აპარატის კაბინეტში, ნეტგაზეთთან ადასტურებენ უნივერსიტეტის დაცვის წევრებიც.

შოთა კეჟერაშვილის განცხადებით, მათ აპარატი ღამის 12 საათზე რექტორატთან შეთანხმების საფუძველზე დატოვეს. კეჟერაშვილის თქმით, ეს შეთანხმება გულისხმობს იმას, რომ თვითმმართველობის წევრებს შეუძლიათ იქ ნებისმიერ დროს შევიდნენ. მათივე განცხადებით, იქ არის ძვირადღირებული ნივთები და მასალები, ამიტომაც გადაწყვიტეს, აპარატის სივრცე დაეტოვებინათ.

რაც შეეხება დაანონსებულ შიმშლობას, თვითმმართველობის წევრის თქმით, შიმშილობა არავის დაუწყია.

თუმცა არ შეცვლილა თვითმმართველობის წევრთა მოთხოვნა რექტორის გადადგომის შესახებ. სწორედ ამ მოთხოვნით გამართავენ ისინი დღეს თსუ-ში აქციას.

დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2 აქცია არის დაანონსებული.

სტუდენტური თვითმმართველობა აქციას პირველი კორპუსის წინ 12:00 საათზე გამართავს, ხოლო აუტორიია #115 – პირველი კორპუსის შიდა ეზოში 13:00 საათზე.

სტუდენტთა პროტესტის ქრონოლოგიას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი