ახალი ამბები

დღეს თსუ-ში თვითმმართველობისა და აუდიტორია #115-ის აქციები დაიგეგმა

16 მარტი, 2016 • 2030
დღეს თსუ-ში თვითმმართველობისა და აუდიტორია #115-ის აქციები დაიგეგმა

დღეს, 16 მარტს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაპირისპირებული მხარეების, თვითმმართველობისა და აუდიტორია #115-ის აქციები გაიმართება.

სტუდენტური თვითმმართველობა აქციას პირველი კორპუსის წინ 12:00 საათზე გამართავს, ხოლო აუტორიია #115 – პირველი კორპუსის შიდა ეზოში 13:00 საათზე.

თვითმმართველობის წევრი შოთა კეჟერაშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას აცხადებს, რომ მათი აქცია კვლავ რექტორის გადადგომის მოთხოვნით გაიმართება.

“პაპავა არ აპირებს გადადგომას, არის სკამზე გამოკიდებული, ეს ჩვენთვის შეურაცხმყოფელია. ვთვლით, რომ უნივერსიტეტის ინტერესები იმსახურებს უფრო მეტ პატივისცემას, აქედან გამომდინარე, ჩვენ მოთხოვნა რჩება უცვლელი, განაცხადა უნვერსიტეტის თვითმმართველობის წევრმა შოთა კეჟერაშვილმა.

მისივე თქმით, რექტორს არ შეუძლია სიტუაციის კონტროლი და მისი განცხადებები იწვევს დაძაბულობის ესკალაციას.

შოთა კეჟერაშვილის თქმით, თსუ-ს თვითმართველობას სოლიდარობას უცხადებენ თბილისში არსებული სხვა  სტუდენტური თვითმმართველობებიც.

უცვლელია აუდიტორია #115-ის მოთხოვნებიც. მათ გუშინ 5-პუნქტიანი მოთხოვნები ჩამოაყალიბეს.

ჩვენი ბრძოლა რეალური ავტონომიურობისთვის გრძელდება! უნივერსიტეტში კვლავ რჩებიან ჩვენი თანამებრძოლები. შესვლა-გამოსვლა კვლ…

Posted by აუდიტორია #115 on Tuesday, March 15, 2016

გუშინ, 15 მარტს, უნივერსიტეტის რექტორი, ლადო პაპავა და განათლების მინისტრის მოადგილე, გიორგი შერვაშიძე ორივე ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა, შალვა საბაურმა მათ განუცხადა, რომ აქციას არ შეწყვეტენ და კვლავ ითხოვენ რექტორის თანამდებობიდან გადადგომას.

რექტორატი და შერვაშიძე თვითმმართველობის წარმომადგენლებამდე მეორე დემონსტრანტ ჯგუფს, აუდიტორია #115-ის წევრებს შეხვდნენ, რომლებმაც განაცხადეს, რომ თუ თვითმმართველობა აქციას შეწყვეტდა, იმავე გადაწყვეტილებას ისინიც მიიღებდნენ. თუმცა თვითმმართველობამ შეთავაზებული პირობა არ მიიღო. თვითმმართვეობის პრეზიდენტის განცხადებით, აქციას შეწყვეტდნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რექტორი გადადგებოდა.

 

თსუ 16 მარტის დილას. ფოტო - ნეტგაზეთი/მიშა მეფარიშვილი

თსუ 16 მარტის დილას. ფოტო – ნეტგაზეთი/მიშა მეფარიშვილი

თსუ 16 მარტის დილას. ფოტო - ნეტგაზეთი/მიშა მეფარიშვილი

თსუ 16 მარტის დილას. ფოტო – ნეტგაზეთი/მიშა მეფარიშვილი

თსუ 16 მარტის დილას. ფოტო - ნეტგაზეთი/მიშა მეფარიშვილი

თსუ 16 მარტის დილას. ფოტო – ნეტგაზეთი/მიშა მეფარიშვილი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი