115-ე აუდიტორიაში გამაგრებული სტუდენტები აკადემიური საბჭოს დაშლის მოთხოვნას გეგმავდნენ, თუმცა მოგვიანებით, როდესაც სტუდენტებმა საბოლოო მოთხოვნები წარმოადგინეს, ეს საკითხი სიიდან ამოღებული იყო. როგორც სტუდენტთა წარმომადგენელი ლევან ლორთქმიფანიძე ამბობს, საბჭოს დაშლა თავად საბჭოს ნებაზეა დამოუკიდებული:
“ამას არ ვითხოვთ იმიტომ, რომ ძალიან რთულ პროცედურებთანაა დაკავშირებული და მხოლოდ აკადემიური საბჭოს ნებაზეა დამოკიდებული. ამას კიდევ ძალიან დიდი ბრძოლა დაჭირდებოდა და ამიტომ ამ მოთხოვნას შევეშვით.”
საკითხს აუდიტორია #115-ის წევრები დილიდან განიხილავდნენ.