ახალი ამბები

თსუ-ს პროფესორები: შევქმნით საინიციატივო ჯგუფს, რომელიც უნივერსიტეტში ვითარებას განმუხტავს

15 მარტი, 2016 •
თსუ-ს პროფესორები: შევქმნით საინიციატივო ჯგუფს, რომელიც უნივერსიტეტში ვითარებას განმუხტავს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორები საინიციატივო ჯგუფის შექმნას აპირებენ, რომლის მიზანი უნივერსიტეტში მდგომარეობის განმუხტვა იქნება.

თსუ-ს პროფესორმა დიანა ძიძიგურმა განაცხდა, რომ დღეს, 15 მარტს, პროფესორთა ნაწილმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ხვალ, 12 საათზე, მეორე კორპუსის ქიმიის დიდ აუდიტორიაში შეიკრიბონ და იმსჯელონ ვითარების განმუხტვის შესახებ.

დიანა ძიძიგურმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც თსუ-ს რექტორის, ვლადიმერ პაპავას კაბინეტიდან გამოვიდა. ძიძგურის თქმით, პროფესორთა ნაწილი რექტორს შეხვდა.

დიანა ძიძგურის თქმით, უნივერსიტეტში არის კრიზისი, თუმცა უნივერსიტეტი და იქ არსებული დაძაბულობა მხოლოდ რექტორის პრობლემა არ არის.

“ყველა აკადემიური პერსონალი, ვისაც უნივერსიტეტისთვის სტკივა გული, უნდა მოვიდეს მეორე კორპუსში, ქიმიის აუდტიტორიაში. სტუდენტებთან დაპირისპირება განვმუხტოთ. სტუდენტებთან ერთად მათთვის მტკივნეულ საკითხზებზე ვისაუბროთ, კონკრეტულ პრობლემაზე, რომელსაც ისინი დასვამენ” – განაცხადა ძიძიგურმა.

საინიციატივო ჯგუფის შექმნის კიდევ ერთმა მომხრემ, თსუ-ს პროფესრომა, აკაკი ყულიჯანიშვილმა განაცხადა, რომ დაძაბულობა უნივერსიტეტში არავის ბრალი არაა, ის შექმნა ძველმა მემკვიდრეობამ.

ყულიაჯანშვილის თქმით, დღეს 12-მა პროფესრომა გამოთქვა საინიციატივო ჯგუფის შექმნის სურვილი, რომელიც ვითარების განმუხტვის მიზნით ყველა მხარესთან ითანამშრომლებს.

“უნდა შევეცადოთ, რომ გავასწოროთ ის წესდებაც და ის კანონიც, რომელიც მომავალში უნივერსიტეტში შექმნის სტაბილურ სიტუაციას. ვგულისხმობ, რომ სადაც არის ფული და ფულთან დამოკიდებულება, იქ არის ბრძოლა ფულისა და ძალაუფლებისათვის, ამიტომ სტუდენტებს უნდა ჰქონდეთ თავიანთი კლუბები, თვითმმართველობები, მაგრამ ეს არ უნდა იყოს დაკავშირებული ფულთან, ეს არის ჩემი აზრი”, – განაცხადა ყულიჯანაშვილმა.

პროფესორის თქმით, არც ერთ შემთხვევაში რექტორის თანამდებობა არ უნდა დატოვოს ლადო პაპავამ, რადგან ეს იქნება უნივერსიტეტის სრული დესტაბილიზაცია. იგი ამბობს, რომ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი უნდა აღდგეს.

“ჩვენ არ ვამბობთ, ვინ არის მართალი და ვინ არის მტყუანი. დავამშვიდოთ სიტუაცია და დავიწყოთ ლაპარაკი. ამ ბავშვებმა [თვითმმართელობის წევრებმა] არ ჩათვალონ თავი დამარცხებულად… გავასწოროთ ის, რაც გასასწორებელია წესდებაში”, – ამბობს ყულიჯანაშვილი.

დღეს, 15 მარტს, თსუ-ს თვითმმართელობის წევრების ნაწილი რექტორატში შეიჭრა ვლადიმერ პაპავას გადადგომის მოთხოვნით. ამის შემდეგ მათ დააანონსეს შიმშილობის დაწყება აკადემიური საბჭოს კაბინეტში.

აქციის მონაწილე სტუდენტებს ვლადიმერ პაპავა შევხდა, თუმცა არ დასთანხმდა მათ მოთხოვნას თანამდებობის დატოვების თაობაზე. რექტორმა განაცხადა, რომ აკადემიური საბჭოს ოთახში  სტუდენტებს აქციის გამართვის საშუალებას მისცემს.

მასალების გადაბეჭდვის წესი