ახალი ამბები

The Guardian: საქართველოს მთავრობამ ვიდეოების გავრცელების გამოსაძიებლად FBI-ის მიმართა

15 მარტი, 2016 • 1248
The Guardian: საქართველოს მთავრობამ ვიდეოების გავრცელების გამოსაძიებლად FBI-ის მიმართა

The Guardian-ის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ფაქტის გამოსაძიებლად FBI-ისა და “ერთ-ერთ მეზობელ ქვეყანას” მიმართა. ბრიტანული გამოცემა ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანზე დაწყრდნობით ავრცელებს. მინისტრმა მათთან საუბარში აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ დასახმარებლად მეზობელ ქვეყანასაც მიმართა, თუმცა არ აკონკრეტებს, რომელს.

იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ნეტგაზეთთან საუბარში ადასტურებს, რომ ეს კომენტარი Guardian-თან მინისტრმა გუშინ, 14 მარტს გააკეთა.

11 მარტს გავრცელდა სავარაუდოდ ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერი. 14 მარტს კიდევ ერთი ვიდეო გავრცელდა, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებთან ერთად შეიცავდა მუქარას და შანტაჟს კონკრეტული პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტებისადმი, რომ თუ ისინი 31 მარტამდე არ დატოვებდნენ თანამდებობებს, მათი პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერებიც გავრცელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი