„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გამოდის ახალი საკანონმდებლო ინიციატივით – “პირადი თავისუფლების აქტი”, რომელიც ფარულ მიყურადებასა და ვიდეოთვალთვალს ეხება. ეს ინიციატივა დღეს ჟურნალისტებს პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა სერგო რატიანმა გააცნო.
ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებულ ინიციატივას უცვლელად გთავაზობთ:
“პირადი თავისუფლების აქტი ოთხი პრინციპისგან შედგება:
1. გაუქმდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური – სუსი (ყოფილი კუდი)
მხოლოდ კონტრდაზვერვითი, ანტიტერორისტული და ექსტრემისტული დანაშულის ბრძოლის მიზნით უნდა შეიქმნას ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო
პოლიტიკური პოლიცია უნდა გაუქმდეს – პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკური ფიგურების, პარტიების ოფისების და პოლიტიკური შინაარსის მქონე საქმიანობის კონტროლი, თვალთვალი და მოსმენები უნდა აიკრძალოს.
სააგენტოს ხელმძღვანელი უნდა ექვემდებარებოდეს პრემიერ-მინისტრს. სააგენტოს საქმიანობაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა დაეკისროს საქართველოს მთავრობას. სააგენტოს ხელმძღვანელი უნდა ექვემდებარებოდეს ეფექტურ საპარლამენტო კონტროლს.
ოდეერების ინსტიტუტი კანონით უნდა გაუქმდეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს, ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოსა და მათ შემადგენლობაში შემავალი ცალკეული დეპარტამენტების დებულებებს უნდა ამტკიცებდეს პარლამენტი
2. ფარული მიყურადების და მოსმენების ინსტიტუტის რეფორმა.
მოსმენების შესახებ კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივა „ეს შენ გეხებას“ საკანონმდებლო ინიციატივის შესაბამისად, რათა ფარული მიყურადების, მოსმენების გასაღები გადაეცეს მხოლოდ საერთო სასამართლოებს, მათ შორის გადაუდებელი მოსმენების შემთხვევაშიც გამოირიცხოს უკანონო მიყურადება.
დღეს სამართლებრივი ჩარჩოს მიღმა დარჩენილი ინტერნეტაქტივობის და ინტერნეტკომუნიკაციის მონიტორინგის ფარგლები კანონით უნდა დარეგულირდეს, რათა გამოირიცხოს ინტერნეტ-კომუნიკაციის უკანონო თვალთვალი.
უნდა გამკაცრდეს პასუხისმგებლობა სამართალდამცავების მხრიდან. სასამართლოების მხრიდან, მათ შორის გადაუდებელი მოსმენების შემთხვევაშიც გამოირიცხოს უკანონო მიყურადება. აქტივობის და ინტერნეტკომუნიკაციის მონიტორინგის ფარგლები კანონით უნდა დარეგულირდეს, რათა გამოირიცხოს ინტერნეტ-კომუნიკაციის უკანონო თვალთვალი კანონდარღვევით პირადი შინაარსის შემცველი ინფორმაციის შეგროვება-შენახვა-გავრცელებაზე ან სხვა უკანონო მიყურადება და თვალთვალის წარმოების დავალების გაცემასა ან/და შესრულებაზე.
3. დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა.
უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რათა გამოირიცხოს სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლების დაუსჯელობა თანამდებობრივი დანაშაულებისთვის. ეს უნდა შეეხოს არა მხოლოდ წამებას, არაადამიანურ და სხვა ძალადობრივ მოპყრობას, არამედ ასევე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს.
ეს მექანიზმი უნდა შეიქმნას სახალხო დამცველის, არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით და ანგარიშვალდებული უნდა იყოს მხოლოდ პარლამენტის წინაშე
4. სამოქალაქო კონტროლის გაძლიერება.
პარლამენტის თავდავცვის და უშიშროების კომიტეტის უფლებამოსილება უნდა გაიზრდოს სპეცსამსახურების კონტროლის, მონიტორინგის და ანგარიშვალდებულების სფეროში.”