ახალი ამბები

“გადადექი!”, “არ გადადგე!” – შეძახილები თსუ-ს რექტორის კაბინეტთან [ვიდეო]

14 მარტი, 2016 • 1754
“გადადექი!”, “არ გადადგე!” – შეძახილები თსუ-ს რექტორის კაბინეტთან [ვიდეო]

თვითმმართველობისა და აუდიტორია #115-ის აქციების მონაწილე სტუდენტები თსუ-ს რექტორის კაბინეტთან არიან შეკრებილები.

სტუდენტური თვითმმართველობის აქციის მონაწილეები, რომლებიც თსუ-ში 12 საათიდან მართავენ კონტრაქციას, სკანდირებენ “გადადექი!”. ისინი ლადო პაპავას გადადგომას მოითხოვენ.

კონტრაქციის მონაწილების მოპირდაპირე მხარეს, რექტორის კაბინეტთან. მდგარი აუდიტორია #115-ის აქციის მონაწილეები კი საპირისპიროს სკანდირებენ: “არ გადადგე!”.

უნივერსიტეტის რეტორისა და აკადემიური საბჭოს აპარატთან შეკრებილები არიან თვითმმართველობისა და მოპროტესტე სტუდენტების წარმომადგენლები. თვითმმართველობა რექტორს მოუწოდებს, რომ გადადგეს. მეორე ჯგუფი კი, – რომ არ გადადგეს. მათ შორის პოლიცია და უნივერსიტეტის დაცვა დგას.

Posted by netgazeti.ge on Monday, March 14, 2016

მასალების გადაბეჭდვის წესი