გიორგი გაფრინდაშვილმა, თსუ-ს კანცლერობის კანდიდატმა, განაცხადა, რომ უკან იხევს, თუმცა არ დაუკონკრეტებია, მოხსნა თუ არა საკუთარი კანდაიდტურა.
“მე უკან ვიხევ, მაგრამ მხოლოდ უნივერსიტეტის ინტერესებიდან გამომოდინარე. ამის მიუხედავად ყოველთვის ვიქნები უნივერსიტეტის გვერდით და გავაგრძელებ ბრძოლას იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც ჩემს გვერდით არიან”, – განაცხადა გაფრინდაშვილმა დღეს, 14 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი შეფასებით უნივერსიტეტში არის უმართავი მდგომარეობა.
მისი ეს განცხადება აუდიტორია #115-ის სტუდენტებმა, რომლებიც ეწინააღმდეგებიან მის არჩევას უნივერსიტეტის კანცლერის თანამდებობაზე, მიიჩნიეს, რომ გაფრინდაშვილმა მოხსნა საკუთარი კანდიდატურა, რასაც სტუდენტების ოვაცია მოჰყვა.
გიორგი გაფრინდაშვილმა კანდიდატურა მოხსნა
Posted by netgazeti.ge on Monday, March 14, 2016
ირაკლი გაფრინდაშვილმა პარასკევს, 11 მარტს განაცხადა, რომ ორშაბათს, 14 მარტს, მიიღებს გადაწყვეტილებას თავისი კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით. მას პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოუწოდა, რომ მოხსნას კანდიდატურა.
გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას ეწინააღმდეგება სტუდენტების ჯგუფი, რომლებიც 7 მარტიდან აქციებს მართვენ უნივერსიტეტში. მათ დაკავებული აქვთ 115-ე აუდიტორია და გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნასთან ერთად სტუდენტური თვითმმართველობის არამიზნობრივი ხარჯების შემცირებასა და უნივერსიტეტში “ოდეერის” ინსტიტუტის გაუქმებას მოითხოვენ.