სტუდენტური თვითმმართველობის წევრები რექტორის კაბინეტის წინ არიან შეკრებილი და რექტორ ვლადიმერ პაპავას გადადგომას ითხოვენ.
სტუდენტური თვითმმართელობის წევრების კონტრაქცია აუდიტორია #115-ის აქციის პარალელურად, უნივერსიტეტის წინ 12 საათზე დაიწყო.
თვითმმართველობის წევრები დაახლოებით 14 საათზე უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შენობაში შევიდნენ. ისინი რექტორის კაბინეტთან არიან შეკრებილი და სკანდირებენ სიტყვებს: “წადი! წადი!”

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *