ახალი ამბები

მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა

13 მარტი, 2016 • 2391
მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი 75 კგ. კატეგორიაში ევროპის ჩემპიონი გახდა. რიგაში გამართული ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე დათუნაშვილმა სერბი მეტოქე, ვიქტორ ნემესი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

გილოცავთ! ზურაბ დათუნაშვილი (75) ევროპის ჩემპიონია.

Posted by GeoWrestling – საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on Sunday, 13 March 2016

 

დათუნაშვილმა პირველ შეხვედრაში საფრანგეთის ნაკრების წევრი ევრიკ ნიკოგოსიანი 2:24 წუთში 8-0 დაამარცხა, მერვედფინალში თურქ ემრაჰ კუშს მოუგო 3-3, მეოთხედფნალში 1:44 წუთში სუფთად დაამარცხა სომეხი კარაპეტ ჩალიანი 8-0, ნახევარფინალში კი აზერბაიჯანელ ელვინ მურსალიევს 3-1 სძლია.

მასალების გადაბეჭდვის წესი