ახალი ამბები

პროკურატურამ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გამოქვეყნებაზე გამოძიება დაიწყო

11 მარტი, 2016 • 1942
პროკურატურამ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გამოქვეყნებაზე გამოძიება დაიწყო

მთავარი პროკურატურის პრესსამსახური აცხადებს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებაზე გამოძიება დაიწყო.

პრესსამსახურს ცნობით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 157 მუხლის მე-2 ნაწილით. ეს მუხლი პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფას გულისხმობს – ხოლო მისი მეორე ნაწილი – პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ გამოყენება, ანდა გავრცელება ამა თუ იმ ხერხით გავრცელებულ ნაწარმოებში, მასობრივი მაუწყებლობით ან სხვა
საჯარო გამოსვლისას, -ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

“ამ ეტაპზე საქმეზე ტარდება აუცილებელი და გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები” – აცხადებს პროკურატურა.

“ნეტგაზეთის” კითხვაზე, რა სასწრაფო ღონისძიებებს ახორციელებს პროკურატურა გავრცელებული ვიდეოს ინტერნეტიდან წასაშლელად, პროკურატურის პრესსამსახურმა გვიპასუხა: “ როგორც გითხარით, ამ ეტაპზე საქმეზე ტარდება აუცილებელი და გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები”.

11 მარტს youtube-ზე გავრცელდა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო, რომელზეც ამტვირთავის მიერ მითითებულია ასახულია ერთ-ერთი ქართველი პოლიტიკოს, ოპოზიციური პარტიის წევრი.

ვიდეომასალის გავრცელებას აპროტესტებენ მოქალაქეები სოციალურ ქსელეში და ხელისუფლებისგან რეაგირებას მოითხოვენ:

მოხსენით ეს ვიდეო. დააკავეთ და ადეკვატურად დასაჯეთ ამ ვიდეოს გადამღები და გამავრცელებელი ან წადით ხელისუფლებიდან.

Posted by Giorgi Gotsiridze on Friday, March 11, 2016

ეს იაფფასიანი და ამაზრზენი პრაქტიკა როდის დასრულდება?! მაკედონიაში ოპოზიციისა და მედიის წარმომადგენლებისათვის მსგავსი საყოველთაო ჩანაწერების სკანდალის გამო რიგგარეშე არჩევნები დაინიშნა, სხვათა შორის.

Posted by Mikheil Benidze on Friday, March 11, 2016

მასალების გადაბეჭდვის წესი