ახალი ამბები

სტუდენტები პრემიერ-მინისტრის განცხადებას აპლოდისმენტებით შეხვდნენ

11 მარტი, 2016 •
სტუდენტები პრემიერ-მინისტრის განცხადებას აპლოდისმენტებით შეხვდნენ

თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტში, სადაც აქცია მიმდინარეობს, სტუდენტები აპლოდისმენტებით შეხვდნენ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაზე უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. კვირიკაშვილმა უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატ გიორგი გაფრინდაშვილს თხოვნით მიმართა, მოხსნას თავისი კანდიდატურა.

აქცია უნივერისტეტში დღეს, 15.00 საათზე განახლდა. სტუდენტებს პრემიერის განცხადება ერთ-ერთმა სტუდენტმა ლევან ლორთქიფანიძემ გააცნო, რასაც ტაში მოჰყვა.

აქციაზე სიტყვით გამოსულმა კიდევ ერთმა სტუდენტმა განაცხადა, რომ სტუდენტების მიზანი არ იქნება მიღწეული მხოლოდ გაფრინდაშვილის მიერ თავისი კანდიდატურის მოხსნით, თუკი უნივერსიტეტში სპეციალური უსაფრხთოების სამსახურის თანამშრომლები დარჩებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი