ახალი ამბები

შსს-მ გურიაში 10 პირი სახლებისა და სწრაფი ჩარიცხვის აპარატების გაქურდვის ბრალდებით დააკავა

11 მარტი, 2016 • 1039
შსს-მ გურიაში 10 პირი სახლებისა და სწრაფი ჩარიცხვის აპარატების გაქურდვის ბრალდებით დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გურიის რეგიონში სხვადასხვა დროს მომხდარი ქურდობის ფაქტებზე 10 პირი დააკავეს და ერთი პირი ამხილეს.

სამართალდამცველებმა ოზურგეთის რაიონში დააკავეს წარსულში ნასამართლევი გ. გ., წარსულში ნასამართლევი შალვა მ., ზვიად ბ., წარსულში ნასამართლევი გიორგი გ., მამია გ., დავით ღ.; ჩოხატაურის რაიონში – წარსულში ნასამართლევი ზურაბ დ., წარსულში ნასამართლევი მირზა ს., იმედა დ.; ლანჩხუთის რაიონში – გაიდარ ც., მიხეილ ჩ. კი ამხილეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა გურიის რეგიონში მოქალაქეების საცხოვრებელი სახლები, სწრაფი ჩარიცხვის აპარატები, მაღაზიები და სხვადასხვა ტიპის ობიექტები გაქურდეს.

სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთების ნაწილი და ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ, აცხადებს პოლიცია.

გამოძიება ქურდობის და ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის მუხლით მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით).

მასალების გადაბეჭდვის წესი