ახალი ამბები

არჩევნების დაწყებამდე თსუ-ს შენობას 200-მდე დაცვის თანამშრომელი იცავს

10 მარტი, 2016 • 1714
არჩევნების დაწყებამდე თსუ-ს შენობას 200-მდე დაცვის თანამშრომელი იცავს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამჟმად დაცვაა მობილიზებული. შენობას 200-მდე დაცვის თანამშრომელი იცავს და სტუდენტებს ზედა სართულზე ასვლის საშუალებას არ აძლევენ. უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატის არჩევნები 17:00 საათზე დაიწყება. შენობაში სტუდენტების მიერ ორგანზიებული აქცია მიმდინარეობს.

სტუდენტების აქცია თსუ-ში. ფოტო: ანა გვარიშვილი

სტუდენტების აქცია თსუ-ში. ფოტო: ანა გვარიშვილი

უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატად გიორგი გაფრინდაშვილია დასახელებული, რომელსაც აკადემიური საბჭო ასარჩევად სენატს დღეს წარუდგენს.

სტუდენტები, რომლებიც გაფრინდაშვილის არჩევას ეწინააღმდეგებიან, აცხადებენ, რომ გიორგი გაფრინდაშვილი თვითმმართველობის პირველი და მეორე მოწვევის წევრი იყო. 2012 წლამდე მუშაობდა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანაშემწედ.

სტუდენტები აცხადებენ, რომ მისი საქმიანობის პერიოდში, 2011 წელს, სტუდენტური მოძრაობა “თარგმნეს” მიერ დაგეგმილი პრეზენტაციისას, თვითმმართველობის წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ მოძრაობის აქტივისტებს. ჟურნალისტების ადგილზე მისვლის შემდეგ გიორგი გაფრინდაშვილმა მათ განუცხადა, რომ არავინ არავის სცემდა.

თსუ-ს შენობას დაცვის თანამშრომლები იცავენ. ფოტო: ანა გვარიშვილი

თსუ-ს შენობას დაცვის თანამშრომლები იცავენ. ფოტო: ანა გვარიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი