ახალი ამბები

მერია: ჭავჭავაძის გამზირზე ხეების მოჭრა მშენებლობას არ უკავშირდება

9 მარტი, 2016 • 1496
მერია: ჭავჭავაძის გამზირზე ხეების მოჭრა მშენებლობას არ უკავშირდება

თბილისის მერიის განცხადებით, ჭავჭავაძის გამზირზე ხეები იმიტომ მოჭრეს, რომ ისინი დაზიანებული იყო და ეს სამუშაოები ამ ტერიტორიაზე მშენებლობის დაწყებას არ უკავშირდება.

მერიის განცხადებით, თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ნარგავებზე სისტემატიურ ფიტოსანიტარულ მონიტორინგს ახორციელებს.

გეგმური შემოწმებისას ჭავჭავაძის N 53-55-ის მიმდებარედ არსებულ ხე-მცენარეებზე მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მონიტორინგის ჯგუფმა გამხმარი ხეები დააფიქსირა, აცხადებს მერია.

მერიის ცნობით, დაზიანებული ხე-მცენარეები წარმოადგენს საფრთხეს, როგორც ფეხით მოსიარულეთათვის, ასევე, ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ საშიშროება გამხმარი და დაზიანებული ხეების წაქცევისა საკმაოდ დიდია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურმა, შესაბამისი დათვალიერების ოქმის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება ჭავჭავაძის ქ. N 53-55-ის მიმდებარედ არსებული გამხმარი და დაზიანებული ხეების მოჭრის თაობაზე, აცხადებს მერია.

ხეების ჭავჭავაძის გამზირზე. ფოტო: თბილისის მერია

მასალების გადაბეჭდვის წესი