დღეს, 26 ივლისს, საპროტესტო ბანერის გამო პოლიციამ, ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ახლახანს გათავისუფლებული, თორნიკე თოშხუა დააკავა.
“ბიძინა ყ***? კი / არა”– ეწერა აქტივისტს ბანერზე.
დაკავების შესახებ ინფორმაცია აქტივისტმა, ლუკა ხიზაძემ, ფეისბუქ LIVE-ს მეშვეობით გაავრცელა.
ვიდეოში ჩანს როგორ უახლოვდება საკრებულოს შენობასთან მდგარ თორნიკე თოშხუას რამდენიმე პოლიციელი, მალევე კი პოლიციის მანქანით განმარტების გარეშე მიჰყავთ.
https://www.facebook.com/share/v/195dTjUN2V/
როგორც “ნეტგაზეთს” შსს-ში განუცხადეს, ის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166 მუხლის შესაბამისადაა დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ პირველ ივლისს, სააპელაციო სასამართლომ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს სასჯელი შეუმცირა. თორნიკე თოშხუა სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.
თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძე 2025 წლის 16 აგვისტოს დააკავეს ბექა გოცირიძეზე ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით.
