საზოგადოება

უსუფაშვილი: როგორც ჩანს, ივანიშვილმა პოლიტიკური პროცესებიდან დისტანცირება მოახერხა

8 მარტი, 2016 • 1414
უსუფაშვილი: როგორც ჩანს, ივანიშვილმა პოლიტიკური პროცესებიდან დისტანცირება მოახერხა

 

“ბატონმა ბიძინამ, როგორც ჩანს, მოახერხა, რომ ის დისტანცირებულია პოლიტიკური პროცესებიდან”, – ეს განცხადება პარლამენტის თავმდჯომარემ, დავით უსუფაშვილმა გააკეთა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში. უსუფაშვილმა უპასუხა შეკითხვას იმის შესახებ, თუ რა როლი აქვს ექსპრემიერს კოალიციაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

“[დისტანცირება]  იყო მისი სურვილი პრემიერ-მინისტრობიდან წასვლის დროს. სხვადასხვხა გარემოებამ ამ სურვილის ასრულება მას ბოლომდე არ აცალა, მაგრამ ბოლო 2-3 თვის განმავლობაში მე რასაც ვაკვირდები, ეს ასეა. არ ვიცი, რა იქნება მომავალ 2-3 თვეში. მე მისი პოლიტიკური ასპარეზიდან ასე სწრაფად წასვლის მომხრე არ ვიყავი. ეს მისი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ახლა ამ პროცესშია. ამიტომ ჩვენ გვაქვს და გვექნება საუბრები კოალიციის თუ პარტიების მომავალზეც მიმდინარე საკითხებზეც კოალიციის ლიდერ გიორგი კვირიკაშვილთან, პრემიერ-მინისტრთან”, –  თქვა უსუფაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი