ციხისძირში ხეების გადარგვის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში 16:30 საათზე გაიმართება.
პარტიზანული მებაღეობის სამი წევრი და ნაციოანალური მოძრაობის 2 წევრი, რომლებიც ციხისძირში ხეების გადარგვის საწინააღმდეგო აქციას მართავდნენ, პოლიციისთვის წინააღმდეგობის ბრალდებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მიხედვით არიან დაკავებული.
ციხისძირში ხეების გარადგვის პროცესი გუშინ, 10 თებერვალს დილიდან შეჩერდა, რადგან ხეების გადარგვის საწინააღმდეგოდ აქციები იმართებოდა.
შენიშვნა: თავდაპირველად სასამართლო სხდომა 17:30 საათზე იყო დანიშნული. მოსამართლის გადაწყვეტილებით, სხდომამ 16:30 საათზე გადმოინაცვლა.