საზოგადოება

წულუკიანი: ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის კავშირი

2 თებერვალი, 2016 • 1575
წულუკიანი: ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის კავშირი

“ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის კავშირი”, – ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააკეთა შესაბამისი საკონსტიტუციო სარჩელის კომენტირებისას

“მე მგონია, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის კავშირი. ამ ნორმით ვხელმძღვანელობ მე, როდესაც წყვილებს ვაქორწინებთ იუსტიციის სახლებში. თუ სხვაგვარად ფიქრობს ბატონი პაპუაშვილი და მისი სასამართლო, ალბათ მალე შევიტყობთ”, – თქვა წულუკიანმა.

“საქართველოში საკანონმდებლო დონეზე ერთსქესიანთა ქორწინების დაშვებას არ და ვერ ველი იმ თვალსაწიერით, რაც მე შეიძლება მქონდეს პოლიტიკური ცხოვრების მომავალთან დაკავშირებით”, – ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა გააკეთა გუშინ ჟურნალისტებთან საუბრისას.

“რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს, მე შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო შექმნილია იმისთვის, რომ განსაზღვროს კანონების შესაბამისობა კონსტიტუციასთან და არა იმისთვის, რომ კონსტიტუციაში რაღაც ჩაწეროს ან რამე ამოიღოს. კონსტიტუციაში რაიმეს ჩაწერის ან ამოღების ექსკლუზიური პრეროგატივა აქვს საქართველოს პარლამენტს და ასე გაგრძელდება მომავალშიც. ამიტომ ამ საკითხზე რაიმე სიახლეს, კერძოდ, იმ მიმართულებით, რომ საქართველოში საკანონმდებლო დონეზე დაიშვას ერთსქესიანთა ქორწინება, მე ამას არ და ვერ ველი იმ თვალსაწიერით, რაც მე შეიძლება მქონდეს პოლიტიკური ცხოვრების მომავალთან დაკავშირებით”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი