ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ს „მსოფლიო მოსამართლეობაში“ ადანაშაულებს ვენესუელის ლიდერის ნიკოლას მადუროს დაკავებისა და ნიუ-იორკში ჩაყვანის გამო.
„ჩვენ არასდროს მიგვაჩნდა, რომ რომელიმე ქვეყანას აქვს უფლება იმოქმედოს როგორც “მსოფლიო პოლიციელმა” და არც იმას ვეთანხმებით, რომ რომელიმე ერმა საკუთარ თავს მსოფლიო მოსამართლის სტატუსი მიანიჭოს,“ – განაცხადა ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძვანელმა კვირას პეკინში პაკისტანელ კოლეგასთან გამართული შეხვედრისას.
ინფორმაციას “როიტერსი” ავრცელებს, რომლის ცნობით, ვან ი-ს აშშ-ს პირდაპირ არ უხსენებია. .
„საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ყველა ქვეყნის სუვერენიტეტი და უსაფრთხოება სრულად უნდა იყოს დაცული,“ – აღნიშნა ჩინეთის უმაღლესმა დიპლომატმა. ეს იყო მისი პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც შაბათს გავრცელდა ნიკოლას მადუროს დაკავებაზე ცნობები და კადრები.








