საზოგადოება

უილსონის თქმით, საქართველოს ელჩის ქმრის საკითხი ხაზინის დეპარტამენტმა უნდა შეისწავლოს

11 დეკემბერი, 2025 •
უილსონის თქმით, საქართველოს ელჩის ქმრის საკითხი ხაზინის დეპარტამენტმა უნდა შეისწავლოს

რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის განცხადებით, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი უნდა დაინტერესდეს აშშ-ში „ქართული ოცნების“ მიერ დანიშნული ელჩის, თამარ ტალიაშვილის ქმრის საქმიანობით.

ჯო უილსონი ასე გამოეხმაურა OC Media-ს სტატიას, რომლის მიხედვითაც, თამარ ტალიაშვილის ქმარს, დავით კუხალაშვილს მოსკოვში იურიდიული ფირმა აქვს, რომელიც სანქცირებულ რუსულ ბიზნესს ეხმარება. კერძოდ, ტალიაშვილის ქმრის ფირმა კონსულტაციას უწევდა კლიენტებს, რომლებიც ცდილობდნენ რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ დაწესებული აქტივების გაყინვისა და სანქციების მოგვარებას.

„აღმაშფოთებელია, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიერ აშშ-ში დანიშნული ელჩის ქმარი, არსებული ცნობებით, რუსეთს აშშ-ის სანქციებისათვის თავის არიდებაში ეხმარება, რომლებიც მიზნად ისახავს პუტინის სამხედრო მანქანის დასუსტებას. აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა უნდა შეისწავლოს ეს საკითხი და მოუთმენლად ველი შემდგომ რეაგირებას“, – წერს ჯო უილსონი X-ზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი