დააკავეს პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი.
როგორც ნეტგაზეთს მისმა ადვოკატმა, გიორგი რეხვიაშვილმა უთხრა, პოლიტიკოსი დაკავებულია სისხლის სამართლის საქმეზე, თუმცა ჯერ უცნობია, კონკრეტულად რას ედავებიან მას.
გავრცელებული ცნობით, პოლიტიკოსი ნაცემია, თუმცა ადვოკატი ჯერ ამ ინფორმაციას ვერ ადასტურებს, რადგან თავის დაცვის ქვეშ მყოფს ახლა უნდა შეხვდეს.
ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში უკვე არის ერთი საქმე ალი ბაბევთან მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, თუმცა ახლანდელი დაკავება იმ საქმეს არ უკავშირდება.








