“ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააუქმა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ელინა ვალტონენთან დღეს დაგეგმილი შეხვედრა.
ამის შესახებ განცხადება მთავრობამ დღეს გაავრცელა:
”გუშინ, კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო, პრემიერ-მინისტრმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა.”
თბილისში ვიზიტად მყოფი ვალტონენი 14 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე, აქციაზე მივიდა და ვიდეოც გამოაქვეყნა თავის სოციალური მედიის არხზე.
