12 საათის მდგომარეობით იმ მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში, სადაც არჩევნებში მერობის მხოლოდ ერთი კანდიდატი მონაწილეობს “ქართული ოცნებიდან”, უფრო მეტი ამომრჩეველია მისული, ვიდრე 2021 წელს, როდესაც ამ ოლქებში ოპოზიციონერი კანდიდატებიც იყრიდნენ კენჭს.

ამ გარემოებას ყურადღება პარტია “ახალის” წევრმა თენგიზ თევზაძემ მიაქცია. ის ამ ყველაფერს “სპექტაკლს” უწოდებს.

2021 წლის მუნიციპალური არჩევნები მიხეილ სააკაშვილის თბილისში ჩამოსვლიდან და დაპატიმრებიდან მეორე დღეს ჩატარდა, რის გამოც არაერთი ექსპერტის შეფასებით მაშინ არჩევნებში მონაწილეობის მოტივაცია გაზრდილი ჰქონდათ, როგორც ენმ-ს ამომრჩევლებს, ისე “ქართული ოცნების”.

 

როგორც ზემოთმოცემული გრაფიკიდან ჩანს, არის ოლქები, სადაც 2021 წელს უფრო მაღალი აქტივობა იყო შესაბამისად და ისინი გამონაკლისებია – ფოთი, მარტვილი, მესტია, ყვარელი, გურჯაანი. ასეთივე ოლქია საჩხერე, რომელიც თევზაძის სიაში არ მოხვდა, თუმცა ოპოზიციას არც იქ ჰყავს მერობის კანდიდატი.

ცესკოს თანახმად, 2025 წლის მუნიციპალურ არჩევნებზე 12 საათის მდგომარეობით 602 445 ამომრჩეველს აქვს მონაწილეობა მიღებული, რაც საერთო ამომრჩევლის რაოდენობის 17.15 პროცენტია. 2021 წელს 12 საათზე ხმა 619 562 ამომრჩეველს ჰქონდა მიცემული, ანუ 17. 72%.