„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ლუქსემბურგში დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტერიალზე არ მიიწვიეს.
რიკარდ იოზვიაკის ცნობით, ლუქსემბურგში მიწვეული არიან ცენტრალური აზიის სახელმწიფოების და შავი ზღვის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები.
როგორც რიკარდ იოზვიაკი წერს, მინისტერიალზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მოწვეული არ არის და ქვეყანა ელჩის დონეზე იქნება წარმოდგენილი.
ნეტგაზეთი ინფორმაციის გადამოწმებას საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ცდილობს და მათგან პასუხს ელოდება.
განახლება: საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ მაკა ბოჭორიშვილი ლუქსემბურგში დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტერიალზე არ მიიწვიეს. უწყებაში აკრიტიკებენ მინისტერიალის ორგანიზატორთა ამ გადაწყვეტილებას და აცხადებენ, რომ ღონისძიებაში მონაწილეობას არც ელჩი არ მიიღებს.
სექტემბრის დასაწყისში მაკა ბოჭორიშვილი ასევე არ იყო მიწვეული კოპენჰაგენში გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე, სადაც ევროკავშირის გაფართოების საკითხი განიხილეს. ამ შეხვედრაზე ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს ევროპულ საქმეთა მინისტრებთან მიწვეული იყვნენ უკრაინის, მოლდოვის, დასავლეთ ბალკანეთისა და თურქეთის წარმომადგენლები.
