კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ბრალდებით, სისხლის სამართლის წესით დააკავეს 23 წლის სტუდენტი, მეგი დიასამიძე.

დიასამიძეს შსს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის საფუძველზე, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ედავება.

ამ მუხლის მიხედვით, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ისჯება:

  • ჯარიმით
  • საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით 100-დან 180 საათამდე
  • გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე
  • შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე
  • ან ერთიდან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

მეგი დიასამიძე დღეს, ბათუმში დააკავეს და ზაჰესის იზოლატორში გადმოიყვანეს. მის ინტერესებს ადვოკატი შოთა თუთბერიძე დაიცავს.