პოლონეთის შეიარაღებული ძალებმა რუსეთის მიერ დასავლეთ უკრაინაზე თავდასხმისას, პოლონეთის საჰაერო სივრცის „უპრეცედენტო მასშტაბის“ დარღვევაზე განაცხადეს.
დრონების ნაწილი, რომლებიც რომლებიც პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა, ჩამოგდებულია. მზადყოფნაში მოვიდნენ პოლონეთისა და ნატოს თვითმფრინავები.
„ეს არის აგრესიის აქტი, რომელმაც შექმნა რეალური საფრთხე ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის. ოპერატიული ძალების სარდლის ბრძანებით, თავდაცვის პროცედურები დაუყოვნებლივ ამოქმედდა. იმ დრონების ნაწილი, რომლებიც ჩვენს საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ, ჩამოგდებულია. მიმდინარეობს მათი შესაძლო ჩამოვარდნის ადგილების მოძიება და ლოკალიზაცია. ოპერატიული ძალების სარდლობა აკვირდება მიმდინარე სიტუაციას, ხოლო პოლონური და მოკავშირე ძალები და რესურსები სრულ მზადყოფნაში რჩებიან შემდგომი მოქმედებებისთვის“, — ნათქვამია განცხადებაში.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა მთავრობის საგანგებო სხდომა მოიწვია. ოპერაციის დასრულებამდე დაიხურა ოთხო აეროპორტი.
„გუშინ ღამით პოლონეთის საჰაერო სივრცე რუსული დრონების დიდი რაოდენობით დაირღვა. ის დრონები, რომლებიც პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენდა, ჩამოაგდეს. მე მუდმივ კომუნიკაციაში ვარ ნატოს გენერალურ მდივანთან და ჩვენს მოკავშირეებთან“, — დაწერა ტუსკმა X-ზე.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მომხდარს „ევროპისთვის უკიდურესად სახიფათო პრეცედენტი“ უწოდა.
რუსეთ-უკრაინის ომის განმავლობაში ეს არ არის პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის პირველი შემთხვევა. თუმცა პირველად ხდება, რომ პოლონეთმა ეს რუსეთის აგრესიის აქტად შეაფასა და დრონები ჩამოაგდო.
„ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსული დრონები ნატოს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს. ჩვენი ყველა მოკავშირე სიტუაციას ძალიან სერიოზულად უყურებს. ჩვენ არანაირი მსხვერპლი არ დაფიქსირებულა“, – ამბობს ის.
მოსკოვს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია. ბელარუსმა განაცხადა, რუსულ დრონებს გზა აებნათ ნავიგაციის სისტემების გაითიშვის გამო.
უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ რუსეთმა გუშინ უკრაინის მიმართულებით 415 დრონი, ერთი ბალისტიკური და 42 ფრთოსანი რაკეტა გაუშვა, რვა უპილოტო საფრენმა აპარატმა გადაკვეთა უკრაინის სახელმწიფო საზღვარი და პოლონეთის მიმართულებით გაფრინდა.
