26 წლის მუსიკოსს, დავით ხომერიკს 4,5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მიიღო. ამავე მოსამართლემ მიუსაჯა პატიმრობა მათე დევიძეს, გიორგი მინდაძეს, თემურ ზასოხაშვილს და დავით ლომიძეს.
ბრალდების მხარე დავით ხომერიკს სისხლის სამართლის კოდექსის მე-18/229-ე მ მუხლების დარღვევას ედავება, რაც გულისხმობს “ასაფეთქებელი ან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში სხვა მოწყობილობის, ან ნივთიერების გადატანა-განთავსებას”. პროკურორი ვაჟა თოდუა ამტკიცებდა, რომ ხომერიკს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის დამზადებას ედავება. გამოძიების ვერსიით, ჩანთაში უპოვეს ბოთლები, აალებდი ნივთიერება და სხვა ნივთები, რომლებიც “მოლოტოვის კოქტეილის” დამზადებისთვისაა საჭირო.
დავით ხომერიკი ბრალს არ აღიარებს.
ის 2 დეკემბრს, გამთენიისას, ჯერ ადმინისტრაციული წესით, პოლიციელზე დაუმორჩილებლობის საფუძლით დააკავეს. მას შემდეგ კი, რაც ბრალდების მტკიცებით, ჩხრეკისას აალებადი ნივთიერებები აღმოუჩინეს, სისხლის სამართლის კოდექსით წარუდგინეს ბრალი.
