4 აგვისტოს კინორეჟისორი ელდარ შენგელაია 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ინფორმაცია ამის შესახებ ნატო ვაჩნაძის ფონდმა გაავრცელა.
ელდარ შენგელაია 1933 წლის 26 იანვარს დაიბადა კინორეჟისორ ნიკოლოზ შენგელაიასა და მსახიობ ნატო ვაჩნაძის ოჯახში. 1958 წელს დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი.
ელდარ შენგელაიას ფილმოგრაფიაში არაერთი გამორჩეული ფილმია, მათ შორის: თეთრი ქარავანი (1964), არაჩეულებრივი გამოფენა(1969), შერეკილები (1973), სამანიშვილის დედინაცვალი (1977), ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი (1983) და სხვა.
1990-1991 წლებში ელდარ შენგელაია იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე. მომდევნო წლებშიც იყო პარლამენტის წევრი 2008 წლამდე. 2008 წლიდან 2021 წლამდე კი თავმჯდომარეობდა საქართველოს პარლამენტთან არსებულ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს.
