საზოგადოება

დანიგანის თქმით, “ოცნებამ” ტრამპის ადმინისტრაციას გაუგზავნა “მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი და არასერიოზული” წერილი

6 ივლისი, 2025 •
დანიგანის თქმით, “ოცნებამ” ტრამპის ადმინისტრაციას გაუგზავნა “მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი და არასერიოზული” წერილი

საქართველოში აშშ-ს ელჩი, რობინ დანიგანი აცხადებს, რომ “ქართულმა ოცნებამ” მას ტრამპის ადმინისტრაციისთვის გადასაცემად წერილი გადასცა, რომელიც იყო “მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და ის უკიდურესად უარყოფითად მიიღეს ვაშინგტონში”.

დანიგანმა, რომელიც სულ მალე დატოვებს ელჩის პოზიციას, ამის შესახებ “რადიო თავისუფლებასთან” ისაუბრა. ის ჰყვება იმის შესახებაც, როდის და რატომ უნდოდა მას შეხვედრა “ქართული ოცნების” დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან.

“ტრამპის ადმინისტრაციის დასაწყისში მე ჩავედი ვაშინგტონში, რათა შევხვედროდი ხელმძღვანელებსა და ახალი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს, რათა მესაუბრა საქართველოს პოლიტიკა. მე მქონდა გზამკვლევი, რა სურდათ მათ, რომ ყოფილიყო პირველი გზავნილი საქართველოს მთავრობისთვის. დავბრუნდი [საქართველოში] და შევხვდი საგარეო საქმეთა მინისტრს და ძალიან მკაფიოდ ჩამოვუყალიბე ეს 2-3 ნაბიჯი, რაც უნდა გადაედგა “ქართულ ოცნებას”, რომ ხელი შეეწყოთ ურთიერთობების სწორ გზაზე დაბრუნებისთვის.

სამი დღის შემდეგ – კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამაზე, ჩვეულებრივ, არ ვსაუბრობ ხოლმე, მაგრამ პრემიერ-მინისტრმა თავად თქვა ამის შესახებ – “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობამ გამომიგზავნა წერილი ტრამპის ადმინისტრაციისთვის. პირადი წერილი – ეს არ არის საჯარო წერილი – რომელიც, გულწრფრლად რომ ვთქვა, იყო მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და ის უკიდურესად უარყოფითად მიიღეს ავშინგტონში. უკიდურესად. ამიტომ, დაგვჭირდა გარკვეული დრო პასუხის მოსაფიქრებლად. ეს სიმართლეა. მე ვფიქრობ, რომ დრო დაგვჭირედა, რადგან ხალხი იყო ძალიან გაკვირვებული ასეთი გზავნილის გამო.

ამასობაში, სანამ ჩვენ პასუხზე ვფიქრობდით, პრემიერ-მინისტრმა გამოაქვეყნა ღია წერილი. მაშინ, მე მივედი პრემიერ-მინისტრთან და ვუთხარი, რომ მაქვს პასუხი სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსგან და მან [რუბიომ] მთხოვა, რომ ეს პასუხი პირადად გადავცე ბიძინა ივანიშვილს. ბიძინა ივანიშვილმა თქვა – არა. პრემიერ-მინისტრს ნებისმიერ დროს სიამვნებით შევხვდები. მას არ უთხოვია ჩემთან ცალკე შეხვედრა. მაგრამ, მე მთხოვეს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის წერილი გადამეცა პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის. და მან თქვა არა. ჩემთვის არ უთხოვიათ, რომ ის პრემიერ-მინისტრისთვის მიმეცა”, – ამბობს დანიგანი.

კითხვაზე, რატომ ჰქონდა გზავნილი ტრამპის ადმინისტრაციას ივანიშვილთან და არა პრემიერ-მინისტრათან, დანიგანმა უპასუხა, რომ ყველა იცის, რომ საქართველოს მთავრობას, რეალურად, სწორედ ივანიშვილი მართავს.

რობინ დანიგანმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში ყველაზე დიდ პრობლემას “ქართული იოცნების” ანტიამერიკულ და დეზინფორმაციული რიტორიკა ქმნის. ელჩის შეფასებით, უცნაურია, როცა “ქარული ოცნების” მაღანჩინოსნები მუდმივად საუბრობენ ურთიერთობების გადატვირთვაზე მაშინ, როცა ამ გზაზე წინაღობას თავადვე ქმნიან.

“ქართული იცნება” ამბობს უამრავ რამეს აშშ-ზე, რაც არ არის სიმართლე” – განაცხადა ელჩმა.

მაგალითად, მან თქვა, რომ არასწორია და უბრალოდ, ტყუილია “ქართული ოცნების” ლიდერების განცხადებები იმის შესახებ, რომ აშშ-ს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს, რომ მისი წინამორბედი ელჩი – კელი დეგნანი საქართველოში რევოლუციის გაღვუვებას, რომ ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა მხოლოდ ფურცელზეა და ა.შ.

“ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ღია წერილით 13 მაისს მიმართა. წერილში კობახიძე უკმაყოფილებას გამოთქვას იმის შესხებ, რომ საქართველოს და აშშ-ს ხელისუფლებებს შორის უმაღლეს დონეზე კომუნიკაცა არ შედგა. კობახიძის თქმით, ეს გასაკვირია, რადგან ტრამპთან „ქართული ოცნების“ „ღირებულებითი და იდეოლოგიური თანხვედრის ფონზე“ მოლოდინი ჰქონდათ საქართველო იქნებოდა ერთ-ერთი პირველი, რომლის მიმართაც მისი ადმინისტრაცია განსაკუთრებულ ინტერესს გამოხატავდა.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი